• სასტუმროს ნომრები
  • კომფორტი
  • კოლექცია
  • პრემიუმ სერვისები
  • სასტუმროს ნომრები
  • კომფორტი
  • კოლექცია
  • პრემიუმ სერვისები

საოჯახო სასტუმრო "რიმას სახლი" მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში.

სასტუმროს აქვს ფართო აივნები კომფორტული ავეჯით და ულამაზესი ხედებით. სასადილო-სამზარეულო სივრცით სარგებლობა შეუძლიათ დამსვენებლებს, ასევე მოვემსახურებით კვებით - ადგილობრივი ნატურალური პროდუქციით.

სასტუმროში არის დასასვენებელი ოთახი ბუხარით და ეკოლოგიურად სუფთა ხის ფაქტურით მოპირკეთებული.

ჩვენ ვართ მაღალმთიანი აჭარის მკვიდრი, გაგიმასპინძლდებით აჭარული კერძებით და გაგაცნობთ ჩვენს მხარეს. 
თუ გსურთ რომ გაატაროთ თუნდაც ერთი დღე სოფელში, ჩვენ გელოდებით!

რიმას სახლი კოფორტულ, მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზე გათვლილ საოჯახო სასტუმროა. წლის ნებისმიერ დროს იღებს სტუმრებს მთელი მსოფლიოდან და ყველას აღფრთოვანებულს ტოვებს. რიმას სახლის აივნიდან სასწაული ხედებით ტკბობა სტუმრობას დაუვიწყარს ხდის.